სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირი დაიკავა – დემონსტრანტებმა თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლეს
სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ქუჩებთან ერთად რუსთაველის გამზირიც დაიკავა.
დემონსტრანტები იძულებულნი გახდნენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაენაცვლათ.
გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ სპეცდანიშნულების რაზმებმა აქციის მონაწილეები დააკავეს.