“ეს არის, რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში ემზადებოდნენ – პარლამენტის გადაწვა, არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება” – ნინო წილოსანი
“ეს არის, რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში გამალებით ემზადებოდნენ – პარლამენტის გადაწვა, არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც დემონსტრანტების მიერ სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკის გამოყენებას ეხმაურება.
“ეს გამოუვიდათ უკრაინაში და მას მერე უკრაინა ომის ცეცხლშია..
ეს არ გამოუვათ აქ იმიტომ რომ ეს საქართველოა და საუკუნოვანმა თვითგადარჩენის ინსტინქტმა გვასწავლა, როგორ არ უნდა გამოგვიყენონ ბრმა იარაღად”, – წერს წილოსანი.