სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა
სპეცრაზმმა რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა.
მათ აქციის დაშლის პროცედურა დაიწყეს.
აქციის დასაშლელად სპეცრაზმი წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზს და სხვადასხვა სპეციალურ ტექნიკას იყენებს.
პროცესი სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.