ტრამპი: მიყვარს რუსი ხალხი, თუმცა თუ არ მივაღწევთ „გარიგებას“, სხვა გზა არ მექნება გარდა იმისა, რომ დავაწესო მაღალი დონის გადასახადები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი აშშ-სა და სხვა ქვეყნებში ყიდის

მე არ ვცდილობ რუსეთისთვის ზიანის მიყენებას, მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, თუ უკრაინასთან ომში „გარიგება“ არ მიიღწევა, მას სხვა გზა არ ექნება და სანქციები დაწესდება ყველაფერზე, რასაც რუსეთი აშშ-ში ყიდის.

„მე არ ვცდილობ რუსეთისთვის ზიანის მიყენებას, მე მიყვარს რუსი ხალხი და ყოველთვის მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა პრეზიდენტ პუტინთან. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი დაგვეხმარა მეორე მსოფლიო ომის მოგებაში. მე ვაპირებ რუსეთს, რომლის ეკონომიკა ნადგურდება, და პრეზიდენტ პუტინს სამსახური გავუწიო. მოაგვარეთ კონფლიქტი ახლა და შეაჩერეთ ეს უაზრო ომი! [სიტუაცია] მხოლოდ გაუარესდება. თუ ჩვენ არ მივაღწევთ „გარიგებას“ და არ ვიზამთ ამას მალე, სხვა გზა არ მექნება გარდა იმისა, რომ დავაწესო მაღალი დონის გადასახადები, ტარიფები და სანქციები ყველაფერზე, რასაც რუსეთი ყიდის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში. დავასრულოთ ეს ომი, რომელიც მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, არასდროს დაიწყებოდა! ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება მარტივი გზით, ან რთული გზით. მარტივი გზა ყოველთვის უკეთესია. „გარიგების“ დადების დროა“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები