ვოლოდიმირ ზელენსკი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდნენ
დავოსში უკრაინისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, მან ილჰამ ალიევს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა „აზერბაიჯანული ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის გამო.
„კატასტროფის ადგილიდან მტკიცებულებები აშკარაა. საჭიროა რუსეთზე ზეწოლა, რათა მას სიმართლის თქმა აიძულონ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის ცნობით, ალიევთან შეხვედრისას მან ასევე ორმხრივი ურთიერთობები და მათი სამომავლო განვითარება განიხილა, მათ შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდა და ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა.
ზელენსკის განცხადებით, ის აფასებს აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებას.