22 იანვარი შოთა მილორავას დაბადების დღეა
ქართველი კომპოზიტორი, ლოტბარი და პედაგოგი შოთა მილორავა 1925 წლის 22 იანვარს თბილისში დაიბადა.
გაიზარდა მუსიკალურ ოჯახში, რამაც განსაზღვრა მისი მომავალი. სწავლობდა თბილისის პირველ მუსიკალურ სასწავლებელში.
1947 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კომპოზიციის განხრით (ანდრია ბალანჩივაძის კლასი); შემდეგ იყო სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერი.
1952 წელს სახელმწიფო საგუნდო კაპელის პედაგოგ-ქორმაისტერია; მუშაობდა, აგრეთვე, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დოკუმენტური ფილმებისა და ქრონიკის ვიდეომასალების მუსიკალურ რედაქტორად.
1968 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი; 1977 წლიდან კი – ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოცენტი.
იყო ღირსებისა და საპატიო ნიშნის ორდენის მფლობელი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე; საქართველოს სახალხო არტისტი.
შოთა მილორავა დაკრძალულია თბილისის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში