რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით დადგმულ „მსხვერპლის“ პრემიერას მასპინძლობს
24 იანვარს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტული სცენა პრემიერას მასპინძლობს.
რუსთაველის ეროვნული თეატრის ინფორმაციით, ეს არის სპექტაკლი „მსხვერპლნი“ – დავით კლდიაშვილის მოთხრობის მიხედვით. სპექტაკლი ერთმოქმედებიანია.
ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორია გიორგი კაშია;
მხატვარი – ანა ბერიშვილი;
მუსიკალური გაფორმება გიორგი კაშიასი; რეჟისორის თანაშემწე – რუსუდან ბარბაქაძე.
მონაწილეობენ: მანანა აბრამიშვილი, ნინო არსენიშვილი, მიხეილ არჩვაძე, მანანა გამცემლიძე, ბუკა თოლორდავა, დავით კვირცხალია, ნანა ლორთქიფანიძე, რუსუდან მაყაშვილი, ირაკლი მაჭარაშვილი, მარიტა მესხორაძე, ედმონდ მინაშვილი.