თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტზე, ბოლუს პროვინციაში, სასტუმრო Grand Kartal-ში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 79-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ პროვინციის პროკურატურამ განაცხადა.
„დნმ-ის ანალიზის შედეგების მიღების შემდეგ დაზუსტდა სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიას სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი: 79 ადამიანი“, – ციტირებს Anadolu პროკურატურის განცხადებას.
თურქეთის ხელისუფლების ცნობით, გამოძიების ფარგლებში თერთმეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ბოლუს მერის მოადგილე, ბოლუს სახანძრო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და სასტუმროს მფლობელი.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში, სასტუმროში ხანძარი 21 იანვარს, გვიან ღამით გაჩნდა.