“ნინო ლომჯარიას არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე რამე ახალი მტკიცებულება, რასაც პირადად ის შეესწრო, არ წარმოუდგენია” – პროკურორი

“მოწმემ ნამდვილად წარმოადგინა გარკვეული დოკუმენტები, მაგრამ ეს ძირითადად იყო ის საჩივრები, რომლებიც სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერაა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეტანილი და შემდეგ, გასაჩივრდა სასამართლოში”, – ამის შესახებ პროკურორმა, ქეთევან ჩაჩავამ ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გამოკითხვის შემდგომ ისაუბრა.

საქმე ეხება არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას.

“მის მიერ წარმოდგენილი ფოტო-ვიდეომასალა მასობრივ საშუალებებში უკვე გასული სიუჟეტებია, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ჩემი ხმის“ ვებგვერდზე ასახული ფოტო-ვიდეომასალაა, რომელიც უკვე წარმოადგენდა გამოძიების საგანს. დღევანდელ სხდომაზე მოწმემ თავისი ზოგადი შეფასებები განაცხადა, ის ძირითადად სიუჟეტებიდან და საჩივრებიდან გამომდინარე საუბრობდა, რა თქმა უნდა, ჩვენ, ყველა ამ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, ფოტო-ვიდეომასალას შევამოწმებთ და დავგეგმავთ შემდეგ საგამოძიებო მოქმედებებს. განსხვავებული, რამე ახალი მტკიცებულება, რასაც პირადად ის შეესწრო, არ წარმოუდგენია”, – განმარტა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები