“ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი, რომელმაც უკვე წლებია, თავი დაგვამახსოვრა “ნაცების” ლობირებით, ახლა ცდილობს, მორიგი მაშველი რგოლი გადაუგდოს დამკვეთს/გადამხდელს” – ანჯაფარიძე

“ევროპარლამენტარი ვინმე მირიამ ლექსმანი, რომელმაც უკვე წლებია, თავი დაგვამახსოვრა “ნაცების” ლობირებით, ალბათ, არა უანგაროდ, ახლა ცდილობს, მორიგი მაშველი რგოლი გადაუგდოს დამკვეთს/გადამხდელს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ლექსმანი მთლიანად ორგანიზაციის დისკრედიტაციას ცდილობს.

“ის ეუთო/ოდირს ესხმის თავს და ჩვენს არჩევნებზე მათი საბოლოო დასკვნის და მთლიანად ორგანიზაციის დისკრედიტაციას ცდილობს.
ახლა ვიკითხოთ ვინ უფრო მეტად ერეოდა და ერევა ჩვენს არჩევნებში?”, – წერს ანჯაფარიძე.

ევროპარლამენტარმა მირიამ ლექსმანმა განაცხადა: “სამწუხაროდ, „ოდირი“ ისეთი რეჟიმების გავლენის ქვეშაა, რომლებიც არ არიან დაინტერესებულები სამართლიანი არჩევნებით”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები