ტრამპი პირობას დებს, რომ კანადის, მექსიკისა და ჩინეთის პროდუქტებზე ტარიფებს შეცვლის

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტობის პირველივე დღეს ის ჩინეთის, კანადისა და მექსიკის პროდუქტებზე ტარიფებს მკვეთრად გაზრდის.

Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ ხელს მოაწერს განკარგულებას, რომლის საფუძველზეც კანადიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ პროდუქტზე 25-პროცენტიანი, ხოლო ჩინურ საქონელზე დამატებით 10 -პროცენტიანი ტარიფები დაწესდება.

„20 იანვარს, მე მოვაწერ ხელს ყველა საჭირო დოკუმენტს, რათა დავაკისრო მექსიკასა და კანადას 25%-იანი ტარიფი აშშ-ში შემოსულ ყველა პროდუქტზე და მის სასაცილო ღია საზღვრებზე“, – თქვა ტრამპმა.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის განმარტებით, კანადურ და მექსიკურ პროდუქციაზე გაზრდილი ტარიფები იმოქმედებს იქამდე, ვიდრე ამ ორი ქვეყნიდან შეერთებულ შტატებში უკანონო მიგრანტების და ნარკოტიკების რაოდენობა არ შეიზღუდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები