“სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკურად აბსოლუტურად ამორტიზებული ფიგურა” – მათიკაშვილი

“სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკურად აბსოლუტურად ამორტიზებული ფიგურა. ეს არის ფიგურა, რომელსაც არანაირი ნდობა არ გააჩნია საზოგადოებაში”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ეს არის ის პრეზიდენტად წოდებული ადამიანი, რომელსაც თუ რამ შეეძლო გაეფუჭებინა განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის, საკუთარი სამშობლოს და კონსტიტუციის მიმართ, ყველაფერი გააფუჭა. მისი ნათქვამი „მე აქ ვიქნები და ჩვენ დაველოდებით არჩევნებს“ უშინაარსო, უსამართლო, უკანონო და არაფრის მთქმელია.

ის ითვლის თავისი სამწუხარო პრეზიდენტობის ბოლო დღეებს და კარგი ამბავი ამ ყველაფერში არის ის, რომ ძალიან მალე ის აღარ იქნება პრეზიდენტი. მასშტაბი სიცრუისა, პოლიტიკური დეგრადაციისა, უსამშობლო დამოკიდებულებისა საკუთარი ხალხის მიმართ არის იმდენად მაღალი, რომ სერიოზულად არც უნდა აღიქვა საბოლოო ჯამში ამ ქალბატონის სიტყვები.

მან თავისი თავი საზოგადოებას კარგად დაანახა. ის ჩვენი ქვეყნის სიკეთის მოსურნე და იმ ვალდებულებების შემსრულებელი, რომელიც მას პირდაპირ კონსტიტუციით ავალია არ არის. სამწუხაროდ ეს არის ფაქტი, მავნებლობის მეტი ამ ქალბატონს არაფერი გაუკეთებია განსაკუთრებით ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში საკუთარი ქვეყნის მიმართ და სულმოუთქმელად ველოდებით იმას, რომ ეს შავი ლაქა ქართულ რეალობაში, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი წარმოადგენს, ძალიან მალე გაქრება და მეტად აღარ იქნება არასდროს ჩვენს ცნობიერებაში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები