Politico: კამალა ჰარისი კალიფორნიის შტატის გუბერნატორად კენჭისყრას აპირებს

აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, რომელიც 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხდა, პოლიტიკურ კარიერას გააგრძელებს. ის კალიფორნიის შტატის გუბერნატორად კენჭისყრას აპირებს,- ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არჩევნები 2026 წელს გაიმართება. ასევე ჰარისი არ გამორიცხავს, რომ 2028 წელს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა.

კამალა ჰარისი 2025 წლის 6 იანვარს კონგრესის სხდომას გაუძღვება, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების შედგები უნდა დაამტკიცოს. ასევე ის დაესწრება დონალდ ტრამპის ინაუგურაციას, რომელიც მომავალი წლის 20 იანვარს გაიმართება.

როგორც Politico წერს, ჰარისის თანამებრძოლები დარწმუნებულები არიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი დამარცხება პოლიტიკურ კარიერას ხელს არ შეუშლის. ასევე ისინი ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჰარისის დამარცხებაში მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენია დამნაშავე, რადგანაც მან კანდიდატურა საჭირო დროს არ მოხსნა და არ აღიარა, რომ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ვეღარ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები