გერმანელი “სოციალ-დემოკრატების” კანცლერობის კანდიდატი ისევ ოლაფ შოლცი იქნება
გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ბუნდესტაგის ვადამდელ არჩევნებში კანცლერობის კანდიდატად ოლაფ შოლცი დაასახელა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, გერმანიის მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ აღმასრულებელმა კომიტეტმა ქვეყნის მოქმედი კანცლერის, ოლაფ შოლცის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.
პარტიის მხარდაჭერის მიღების შემდეგ, ოლაფ შოლცმა წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი პუნქტების შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, გერმანიაში მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ, ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, რომელიც 2025 წლის 23 თებერვალს გაიმართება.