მარკ რუტე: სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებად სამყაროში თურქეთს ნატოში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნატოს გენერალური მდივანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მე შევხვდი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. შეხვედრაზე ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები, უკრაინაში მიმდინარე ომისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისის საკითხები განიხილა. სულ უფრო მეტად არაპროგნოზირებად სამყაროში თურქეთს ნატოში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს“, – წერს მარკ რუტე X-ზე.