კულტურის მინისტრი ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში სპექტაკლს დაესწრო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში სპექტაკლ „მედეას“ დაესწრო.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქორეოდრამა ბერძნული მითებისა და ევრიპიდეს „მედეას“ მიხედვით დაიდგა. კაცობრიობის ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მოვლენა, რომელსაც ისეთი დიდი კვალი დაემჩნიოს მსოფლიო ცივილიზაციისთვის, როგორიც კოლხეთის მეფის ასულის, მედეას, თავგადასავალმა შეძლო.
სპექტაკლში მონაწილეობენ ახალი თეატრის მსახიობები. დამდგმელი ქორეოგრაფია კოტე ფურცელაძე, კოსტიუმების მხატვარი – ანანო მოსიძე, სცენოგრაფი – გიორგი უსტიაშვილი, ტექნიკური რეჟისორი – ნინო ჭავჭავაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები