აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა
აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია ათობით ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გააფართოვა, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტრომ ანტირუსული სანქციების მორიგი პაკეტი წარადგინა, რომელშიც ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ბანკი, „გაზპრომბანკი“ მოექცა.
თავის მხრივ, რუსეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანა სანქციების ზეწოლას გაუმკლავდება. როგორც კრემლის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რუსეთის შეკავებისა და დასუსტების პოლიტიკა დასავლეთის გრძელვადიანი სტრატეგიაა და სანქციებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა მთელ გლობალურ ეკონომიკას. მისი თქმით, დასავლეთის მთავარი მიზანი მილიონობით ადამიანის ცხოვრების გაუარესებაა.