მათიკაშვილი – ოპოზიციაზე: რეალური საპროტესტო მუხტი არ არსებობს იმიტომ, რომ ტყუილია მათ მხარეს
“რეალური საპროტესტო მუხტი არ არსებობს იმიტომ, რომ ტყუილია მათ მხარეს. როდესაც ტყუილია შენს მხარეს, ვერაფრით შეძლებ, რომ საზოგადოება დაარწმუნო იმაში, რომ გვერდში დაგიდგნენ, მოვიდნენ და საპროტესტო მუხტი ასწიონ”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც ოპოზიციის აქციებს გამოეხმაურა.
„ფაქტია, რომ საპროტესტო მუხტს ვერ წევენ, ვერც იმ დავალებებს ასრულებენ, რომელსაც საზღვარგარეთიდან იღებენ და რა დარჩენიათ, საკუთარი უღირსობის კიდევ უფრო ხაზგასმა.
პუფების საკითხი ხომ გახსოვთ წინა მოწვევის პარლამენტიდან. ყველაფერს ამბობდნენ, ყველაფერს კადრულობდნენ, ამოიწყვიტეს ყველაფერი, რომ როგორ შევალთ პარლამენტში, რა გვინდაო. და ერთმანეთს ასწრებდნენ მერე და იხვეწებოდნენ, რომ ის წინა განაცდური ხელფასიც მოგვეცით ეს თვეები, რომ ფეხი ფეხზე გვქონდა გადადებული ოპოზიციას და არ აღელვებდა ქვეყნის იღბალიო. იგივეა ახლაც, რამე შეიცვალა? ან ადამიანები შეიცვალნენ რადიკალურ ოპოზიციაში?
ქარიზმატული ლიდერი არ ჰყავთო ამბობთ, ქარიზმატული ლიდერი კი არა, საერთოდ ლიდერი არ ჰყავთ. ვერ ეყოლებათ ისეთი ლიდერი, რომელსაც ხალხი გაჰყვება და ხალხის ნდობას დაიმსახურებს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.