ქადაგიშვილი – კობახიძე- პაპუაშვილზე: სწორედ ამ ორი ლიდერის ხელმძღვანელობით პარლამენტსა და მთავრობაშიც მოხდება ქვეყნისთვის ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი წინსვლის უზრუნველყოფა

,,სწორედ ამ ორი ლიდერის ხელმძღვანელობით პარლამენტშიც და მთავრობაშიც მოხდება ქვეყნისთვის ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი წინსვლის უზრუნველყოფა”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომლებიც დღეს პრემიერობისა და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატებად დასახელდნენ.

მისივე შეფასებით, მათ ქვეყანა სწორად მართეს.

„ორივე ძალიან ეფექტური იყო თავის პოზიციაზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე პრემიერი. მათ ქვეყანა სწორად მართეს, სწორად აარიდეს ქვეყანას ყველა ის საფრთხე და საშიშროება, რაც შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობით იყო გამოწვეული, ამავე დროს უზრუნველყვეს ქვეყნის განვითარება, ეკონომიკის წინსვლა და კეთილდღეობის ზრდა.

მოხდა იმ პროცესების სწორი მართვა, რაც ქვეყნის შიგნით იყო ინსპირირებული და პროვოცირებული, გამომდინარე აქედან, ამ ურთულეს პირობებში მათ თავისი პოლიტიკური და კონკრეტული პოზიციისთვის დაკისრებული მოვალეობები კარგად შეასრულეს, ამ კუთხით შენარჩუნდა საქართველოს ევროპასთან დაახლოებისა და ევროპაში გაწევრიანების გზაც“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები