კვლევა: გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა საქართველოში, ვინც 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდა

2024 წლის ოქტომბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს გაიზარდა. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, 2024 წლის ოქტომბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.2%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.5%- ით არის გაზრდილი.
„2024 წლის ოქტომბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 14.8%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტით,

ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2024 წლის ოქტომბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 29.3%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
2024 წლის ოქტომბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.5%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია,“- აღნიშნულია PMCG-ს კვლევაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები