ფინეთი ლტოლვილებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემას შეწყვეტს

ფინეთი 2025 წლის 2 იანვრიდან ლტოლვილებისთვის მუდმივი ბინადრობის ნებართვის გაცემას შეწყვეტს. ამის შესახებ ქვეყნის შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ლტოლვილზე გაცემული ბინადრობის ნებართვა მოქმედი ოთხი წლის ნაცვლად სამი წელი იქნება, ასევე 4-დან სამ წლამდე შემცირდება ბინადრობის ნებართვის ვადა.

განცხადების თანახმად, ფინეთი 2025 წლიდან ბინადრობის ნებართვაზე უარს ეტყვის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ პირებს, ასევე მათ, ვინც ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები