“ისეთი უთავმოყვარეო ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული რადიკალური ოპოზიცია, რომ ნამდვილად არაფერია გასაკვირი” – მათიკაშვილი

“ისეთი უთავმოყვარეო ადამიანებისგან არის დაკომპლექტებული რადიკალური ოპოზიცია, რომ ნამდვილად არაფერია გასაკვირი”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარი ტყუილის ტყვეობაშია.

“მთელი ამ ხნის განმავლობაში არჩევნებამდე, წინასაარჩევნო პერიოდში, ისინი არანაირ წინასაარჩევნო პროცესებში არ იყვნენ ჩართული, არ ჰქონდათ კონტაქტი საკუთარ მოსახლეობასთან და ერთადერთი დამხარე რგოლი და ძალა მათთვის, მათივე შეხედულებით, იყო ის განცხადებები, რომლებიც საქართველოს ფარგლებს გარედან კეთდებოდა. ეს პოლიტიკური რადიკალური ძალები საზოგადოებას, თავის ამომრჩევლებს ატყუებდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს დაბალი რეიტინგი, ასახელებდნენ სხვადასხვა ციფრებს, ხოლო ამ პარტიების რეიტინგი თითქოს იყო მაღალი. ისინი შეძლებდნენ, კოალიციურ ხელისუფლებას შექმნიდნენ, დაამარცხებდნენ „ქართულ ოცნებას“. მთელი ეს პერიოდი, არჩევნებამდე მათ ამ ტყუილებში გაატარეს”, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები