“ევროინტეგრაციის კუთხით, ბუნებრივია, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას“ – ბითაძე
“პრემიერ-მინისტრს არაერთხელ უსაუბრია იმ მთავარ პრიორიტეტებზე, რომლებზე მუშაობასაც აქტიურად გააგრძელებს „ოცნება“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ “ქრონიკას” განუცხადა.
მისი თქმით, პრიორიტეტი ეკონომიკური კუთხით საქართველოს გაძლიერებაა.
„მთავარი პრიორიტეტი, ბუნებრივია, არის ჩვენი ქვეყნის გაძლიერება როგორც ეკონომიკური კუთხით, ასევე იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც იქნება საფუძველი სამომავლოდ დეოკუპაციისა. ასევე, ევროინტეგრაციის კუთხით, ბუნებრივია, გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.