“ISFED-მა ტყუილში ამხილა ოპოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ საარჩევნო ხმების დუბლირება ხდება” – ვახტანგ ჩოჩია

“ISFED-მა ტყუილში ამხილა ოპოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ საარჩევნო ხმების დუბლირება ხდება”, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის სპიკერი, ვახტანგ ჩოჩია ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ, არჩევნების შეფასებას.

ჩოჩიას თქმით, აღნიშნული არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ საერთოდ არ დგას.

“აღნიშნული არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ საერთოდ არ დგას და მეტიც – მან, ფაქტობრივად, ტყუილში ამხილა ოპოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ დუბლირება ხდება საარჩევნო ხმების, ხოლო ISFED-მა კი განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამჟღავნებული მონაცემები შეესაბამება სრულ რეალობას.

შესაბამისად, ოპოზიციის მიერ დადგმული ეს ავანტიურა თავად საერთაშორისო ორგანიზაციამ ამხილა, რომელმაც, შეგახსენებთ, რომ წინა წელს გააყალბა პარალელური ხმის დათვლის მონაცემები და წელსაც იძახდა, რომ ცესკოს მონაცემებს კი არ უნდა დაუჯეროთ, არამედ ჩვენს მონაცემებს ენდეთო”, – აცხადებს ვახრანგ ჩოჩია.

ცნობისთვის, ISFED-ში აცხადებენ, რომ მათ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები