უცხოური მედია საქართველოში, არჩევნების მიმდინარეობას ეხმაურება

საქართველოში დღეს ტარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც მიჩნეულია, როგორც ეგზისტენციალური ბრძოლა. ის განსაზღვრავს, ქვეყნის მჭიდრო ინტეგრაცია დასავლეთთან იქნება თუ ის რუსეთისკენ გადაიხრება, – ამის შესახებ “როიტერი” წერს.

მათი შეფასებით, კენჭისყრაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ხელისუფლებაშია 2012 წლიდან, უპირისპირდება პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლობით ოთხ მთავარ პარტიას.

“ხმის მიცემის უფლება, დაახლოებით, 3,5 მილიონ ქართველს ექნება. ოთხი ძირითადი ოპოზიციური პარტია მიზნად ისახავს, შექმნას კოალიციური მთავრობა, რათა “ქართული ოცნება” რომელიც ხელისუფლებაშია დაამარცხონ”, – წერია როიტერის სტატიაში.

“ქართული ოცნების“ ექსპრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევანი ძალიან მარტივი გასაკეთებელია.

“ან ჩვენ ვირჩევთ მთავრობას, რომელიც გემსახურებათ თქვენ, ქართველ ხალხს, ან ვირჩევთ უცხო ქვეყნის აგენტს, რომელიც მხოლოდ უცხო ქვეყნის ამოცანებს შეასრულებს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

“დღეს იქნება გამარჯვება და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება, რადგან ეს დღე განსაზღვრავს საქართველოს მომავალს”, – თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

გამოცემა “ბიბისის” ინფორმაციით, ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ხმის დათვლის ახალი ელექტრონული სისტემით მან არჩევნები უფრო გამჭვირვალე გახადა.

“შედეგები მალე გახდება ცნობილი, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დამარცხებული პარტია დამარცხებას ადვილად მიიღებს”,- წერს “ბიბისი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები