სახალხო დამცველი არჩევნების პროცესს ადგილზე ეცნობა

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ნაზარლოსა და ქესალოს ეწვია და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის ახლად დანერგილ პროცესს ადგილზე გაეცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სახალხო დამცველი ასევე შეხვდა და ესაუბრა ამომრჩევლებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დამკვირვებლებს.

ადგილზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის თანახმად, სოფლებში არჩევნები ამ ეტაპზე გაუთვალისწინებელი დაბრკოლებების გარეშე მიმდინარეობს.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საპარლამენტო არჩევნები ცივილურად, ექსცესებისა და ფიზიკური დაპირისპირების გარეშე ჩაივლის.

ამასთან, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ თუ მათ მიმართ დაირღვევა საარჩევნო უფლება, ან მათთვის ცნობილი გახდება ამგვარი უფლების შეზღუდვის შესახებ, აუცილებლად მიმართონ სახალხო დამცველის აპარატს ცხელ ხაზზე – 1481.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები