მამუკა მდინარაძე: სულ რომ დროის მანქანა გამოვიგონოთ და ისე ჩავატაროთ არჩევნები, ოპოზიციონერების მხარდამჭერი დამკვირვებლები მაინც ცუდს იტყვიან

საერთაშორისო დამკვირვებელია ქალბატონი მარკეტაც, გონჩარენკოც და მისნაირები. ესენი კარგს რას იტყვიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცები“ მაქსიმალურად ცდილობენ არიონ სიტუაცია.

„სულ რომ 24-ე საუკუნის საარჩევნო დღე ვაჩვენოთ მათ, დროის მანქანა გამოვიგონოთ და ისე ჩავატაროთ არჩევნები, მაინც ცუდს იტყვიან ისინი. რეალურად, თუკი ვინმე ობიექტური დამკვირვებელია, ბუნებრივია მათ ვერ ექნებათ ვერც ერთი რეალური შენიშვნა, რომელიც დარღვევასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.
თუ გადაკოცნაზე ისაუბრეს იმათაც, ოზურგეთში როგორ გადაკოცნა კომისიის წევრმა ამომრჩეველი, მაშინ აპოკალიფსი გვექნება, ისევე როგორც ახლა ხდება „ტვ პირველზე“. „ნაცები“ მაქსიმალურად ცდილობენ არიონ სიტუაცია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები