“რადიკალურ ოპოზიციას და აგენტურას ვურჩევდი, წინასწარ შეეგუონ მორიგ დამარცხებას, ომის და ბოროტების დამარცხებას” – ირაკლი ღარიბაშვილი

“ხმა მივეცით მშვიდობას, ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, კეთილდღეობას და ევროპულ მომავალს”, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს თითოეული მოქალაქის ხმა განსაზღვრავს – ქვეყანაში იქნება მშვიდობა თუ ომი.

“დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს.

რადიკალურ ოპოზიციას და აგენტურას კი ვურჩევდი, წინასწარ შეეგუონ მორიგ დამარცხებას, ომის და ბოროტების დამარცხებას და შეეგუონ ჩვენს მორიგ გამარჯვებას – მშვიდობისა და სიკეთის გამარჯვებას!”, – წერს ღარიბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები