“ისანში „ნაცმოძრაობის“ ზონდერ ჯგუფები უბნებთან არიან მობილიზებული და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს მხარდამჭერებს” – გიორგი ჩაკვეტაძე

„ისანში, „ნაცმოძრაობის“ ზონდერ ჯგუფები უბნებთან არიან მობილიზებული და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენს მხარდამჭერებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მომენტალურად ამ უბნებთან ჩნდებიან „ტვ პირველის“ ჟურნალისტები”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

“მივმართავ ამ ჯგუფებს, თავი დაანებონ პროვოკაციებს, თორემ ყოველ ასეთ შემთხვევაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება!

ნახეს აქტივობა, დარწმუნდნენ რომ პირწმინდად მარცხდებიან და აღარ იციან რა მოიგონონ. მივმართავ ჩვენს გულმხურვალე მხარდამჭერებს, მეგობრებო, აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე, კოორდინაციაში ვიყოთ შტაბებთან და „ქართული ოცნების“ გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“, – წერს ჩაკვეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები