“ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდად და მარტივად, პროფესიონალები არიან და საზოგადოებას არ უჭირს ხმის მიცემა” – ფანი ლაჩკო

“ძალიან ბევრი ხალხი მოდის საარჩევნო უბნებზე, რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ხმის მიცემა”, – ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა, ფანი ლაჩკომ საქართველოში მიმდინარე არჩევნების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი მიმდინარეობს მშვიდად და მარტივად.

”ძალიან პროფესიონალები არიან და საზოგადოებას არ უჭირს ხმის მიცემა, სამართლიანად და დემოკრატიულად“, – განაცხადა ფანი ლაჩკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები