მამუკა მდინარაძე: ვაფრთხილებ ყველას, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობას“, თქვენი შიდა ჩათიდან იწერებიან ყოველწუთას რაღაცებს – დავალებების გაცემას თავი დაანებეთ, უკვე გაიშიფრეთ

ვაფრთხილებ ყველას, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობას“, თქვენი შიდა ჩათიდან იწერებიან ყოველწუთიერად რაღაცებს, ამიტომ, ახლა დავალებების გაცემას თავი დაანებეთ, უკვე გაიშიფრეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ჩათიდან აქვს „სქრინები“, სადაც საუბარია კონკრეტულ დავალებებზე და ფოტოებიც არის დართული იმ ადგილებიდან სადაც პროვოკაციები მოეწყო, ან უნდა მოეწყოს.

„მინდა გაგაცნოთ ახალი ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია პარტიულად – სუსი, უსაფრთხოების სამსახურები გამორიცხოთ აბსოლუტურად შეგიძლიათ. ნაცმოძრაობის ჯგუფებში ჩაყრილია ფოტოები და ის ადგილები, სადაც პროვოკაცია ან მოეწყო, ან უნდა მოეწყოს, სიტყვასიტყვით „ნაცმოძრაობის“ შიდა ჩათი: „მეგობრებო, უსაქმურები და ბირჟავიკები, ცეცხლის ზარი დავცეთ ჩვენს დანახვაზე, არ დაუთმოთ არაფერი კანონსაწინააღმდეგო რასაც ნახავთ, 100 მეტრი დისტანცია არის დადგენილი კანონით და შეგიძლიათ ეს მოიშველიოთ, თქვენი აკრედიტაციები ბევრის უფლებას გაძლევთ. აკონტროლეთ ყველაფერი“, – ანუ ძალადობის პირდაპირი მითითებაა, თან მათ ცემა-ტყეპას უნდა ჰქონდეს ლეგიტიმური საფუძველი, რომ 100 მეტრის შიგნით დგახარ და უნდა გცემოო უნდა უთხრან ალბათ, ყველას აქვს რაღაც ბეიჯი თითქმის, ზონდერებს, ანუ სხვადასხვა ორგანიზაციების სახელით გადაადგილდებიან.
ვაფრთხილებ ყველას, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობას“, თქვენი შიდა ჩათიდან იწერებიან ყოველწუთიერად რაღაცებს, ამიტომ, ახლა დავალებების გაცემას თავი დაანებეთ, უკვე გაიშიფრეთ – ეს ერთი; მეორე, ამ პანიკასაც თავი დაანებეთ და ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველი აქვს არავის. ამ ქვეყანაში, ასეთი მდაბიო ფეიკებით და 30-კაციანი ზონდერ-ჯგუფებით ვერავინ შეცვლის ამ ქვეყნის პოზიტიურ ისტორიას. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ თავი დაანებონ პროვოკაციებს, იმით ნუ სარგებლობენ, რომ დავალება გვაქვს გაცემული ჩვენს პარტიულ აქტივისტებზე, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ვიღაცები რაღაცებს რომ უთმენენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი დაჩაგვრა შეიძლება – არავინ თავს არ დაგაჩაგვრინებთ, მაგრამ, ამავე დროს, ნუ სარგებლობთ მათი მოთმინებით და ასევე, ამომრჩევლის მოთმინებით. როგორც ჩანს, ჩვენი ამომრჩეველი ამ ჩვენს კეთილ, გულწრფელ მოწოდებას დაექვემდებარა და სანამ დედის გინებაზე და ცემა-ტყეპაზე არ გადადიან, პასუხს არ აძლევენ, წარმოიდგინეთ, ამ უბინძურეს პროვოკაციას. ამიტომ, ეს 30-კაციანი ჯგუფი რამდენს ივლის, მეტის რესურსი არ აქვთ, ანუ არ გვიფიქსირდება ისეთი მომენტები, რომ მთელ ქალაქში დადიოდნენ სხვადასხვა ჯგუფები. ერთი ჯგუფი დადის, ჯერ მივიდნენ ვაზისუბანში 163-ე სკოლასთან, წინა ბრიფინგზეც ვთქვი, შემდეგ წავიდნენ ისანში წმ. ბარბარეს ეკლესიასთან, ახლა წინასწარ გეუბნებით, ჩადიან დირსის დასახლებაში – ახლა გზიდან მიტრიალდებიან, თუ ვინმე დაურეკავს, მდინარაძემ ბრიფინგი გააკეთაო და ასე მოძრაობენ, დაბოდიალობენ წინ და უკან. ყველა ამომრჩეველზე პასუხს ვერ ვაგებთ, სხვათა შორის, ესეც შემიძლია გითხრათ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები