,,მინდა მთელ ქვეყანას ვუსურვო მშვიდობა, წარმატებები და გამარჯვება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატობის კანდიდატმა აჩიკო ბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნებზე ხმა ერთიან საქართველოს მისცა.
„ხმა მივეცი მშვიდობას, სიმართლეს, ჩვენს სამშობლოს და ერთიან საქართველოს“,- აღნიშნა აჩიკო ბერიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.