არჩილ ჩიქოვანი: ხმა მივეცი მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ბათუმის, ჩვენი ქვეყნის ღირსეულ სვლას ევროპისკენ

ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

მისი თქმით, ბათუმში ყველა საარჩევნო უბანი გახსნილია და პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

„მე ხმა მივეცი მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის ღირსეულ სვლას ევროპისკენ და ბუნებრივია, არჩევნები ჩაივლის მშვიდობიან გარემოში და მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, იაქტიურონ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები