“ჰეზბოლამ” ისრაელის საპორტო ქალაქს რაკეტებით შეუტია

“ჰეზბოლამ” პასუხისმგებლობა აიღო სარაკეტო თავდასხმაზე ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფას ჩრდილოეთით მდებარე ზვულუნის ინდუსტრიულ ზონაზე,- ამის შესახებ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„ისლამური წინააღმდეგობის ნაწილებმა რაკეტები გაისროლეს ჰაიფას ჩრდილოეთით მდებარე ზვულუნის რაიონში, სადაც მდებარეობს ისრაელის კომპანია Rafael-ის სამხედრო საწარმოები“, – ნათქვამია ტექსტში.

მათივე ინფორმაციით, ეს ოპერაცია საჰაერო თავდასხმის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის საპასუხოდ განხორციელდა.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები