დონალდ ტრამპი – “ზელენსკი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ვაჭარია ვინც კი მინახავს, მას უკრაინაში ომი არ უნდა დაეშვა”

უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ომი საკუთარ ქვეყანაში არ უნდა დაეშვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

“ზელენსკი ერთ-ერთი საუკეთესო ვაჭარია, რომელიც ოდესმე მინახავს, ყოველთვის, როცა ის ჩამოდის, ჩვენ მას 100 მილიარდს ვაძლევთ. ვის მიუღია ისტორიაში ასეთი ფული? ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მისი დახმარება არ მსურს. მე ძალიან მეცოდებიან უკრაინელი ადამიანები. ზელენსკის არასდროს არ უნდა დაეშვა ომი“, – თქვა ტრამპმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა მთლიანად განადგურებულია.

„თითქმის ყველა ქალაქი განადგურებულია. ყველა შესანიშნავი ოქროს გუმბათი ძირს აგდია და დამსხვრეულია. თითოეულ ქალაქში შესვლისას ყველა შენობა დანგრეული დაგხვდებათ. მათ რაკეტებით ბომბავდნენ. ამის დარეგულირება შესაძლებელი იყო ომის დაწყებამდე“, – აღნიშნა ტრამპმა.

„რესპუბლიკელთა“ კანდიდატმა რუსეთის უკრაინაში შეჭრაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და მისი ადმინისტრაცია დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები