მაკა ბოჭორიშვილი: ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მთელი ძალისხმევა ამომრჩეველთან ურთიერთობისკენ მიმართონ, მათი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ხალხში მღელვარება და უკმაყოფილება გაზარდონ ხელისუფლების მიმართ

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო მზადების ნაცვლად, ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების იმიჯი დააზიანონ, რითაც მათი აზრით, არჩევნების შედეგებზე მოახდენენ გავლენას.

„ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მთელი ძალისხმევა ამომრჩეველთან ურთიერთობაზე მიმართონ, მათი ძალისხმევა მიმართულია გარკვეული სიტუაციების შექმნაზე, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს არჩევნებზე ზეგავლენის მოსახდენად. იქნება ეს ქვეყნით გარეთ გარკვეული ქმედებების დაგეგმვა, თუ ქვეყნის შიგნით სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, იმისთვის, რომ ხალხში მღელვარება და უკმაყოფილება გაზარდონ ხელისუფლების მიმართ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები