გივი მიქანაძე: რადიკალური ოპოზიცია პირწმინდად აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ყველა ფორმით ცდილობენ დესტაბილიზაციის წინასწარ შემოტანას

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადება, პირველ რიგში, პრევენციული ხასიათის იყო,- ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი ლიდერები ხვდებიან, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში აგებენ, ამიტომ ცდილობენ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადება, პირველ რიგში, ატარებს პრევენციულ ხასიათს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ის ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად ხვდებიან, რომ რადიკალური ოპოზიცია პირწმინდად აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, ყველა ფორმით ცდილობენ დესტაბილიზაციის წინასწარ შემოტანას და არასწორი აღქმების გაჩენას, ისინი მიდიან ყველაფერზე”, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები