“ჰეზბოლა” – ისრაელის წინააღმდეგ ომის ახალ ფაზას ვიწყებთ

„ჰეზბოლაში“ აცხადებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ ომის ახალ ფაზას იწყებენ.

“ჩვენ ისრაელელ მტერთან დაპირისპირებაში ახალ და ესკალაციურ ფაზაზე გადავდივართ და პირველად გამოვიყენებთ მაღალი სიზუსტის რაკეტებს“,- ნათქვამია „ჰეზბოლას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, „ჰამასის“ ლიდერი, იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა გუშინ რაფაში მოკლეს. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა აღნიშნა, მისი მკვლელობა ისრაელისთვის დიდი სამხედრო და მორალური მიღწევაა.

იაჰია სინვარი დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერად თეირანში მისი წინამორბედის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გამოცხადდა. მანამდე, ის ღაზის სექტორში დაჯგუფება „ჰამასის“ ხელმძღვანელი იყო. სინვარი ისრაელის მიერ ძებნილთა სიაში პირველ ადგილზე იმყოფებოდა. ქვეყნის სპეცსამსახურები მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ის იყო ისრაელის დასახლებებზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის დაგეგმვისა და აღსრულების ორგანიზატორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები