ავთანდილ კუნჭულია: “ნაციონალური მოძრაობა” კანონიერი გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება

“ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს ქვეყანაში სიტუაცია დაძაბოს, საზოგადოება შეცდომაში ტყუილებით შეიყვანონ,- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” აპარატის უფროსმა, ავთანდილ კუნჭულიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” კანონიერი გზით ხელისუფლებაში დაბრუნებას ვეღარ შეძლებს.

“კოლექტიური “ნაცმოძრაობისა”და მისი ქვედანაყოფების ძირითადი მიზანია წინასაარჩევნოდ ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია, შესაბამისად, ისინი ცდილობენ ტყუილით შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში.

მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს “ქართული ოცნება” და სახელმწიფო ინსტიტუტები მოწოდების სიმაღლეზე არიან. “ნაციონალური მოძრაობა” კანონიერი გზით ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. ისინი ცდილობენ ძალადობრივი მცდელობით, ნებისმიერ ტყუილის გამოყენებით მოახერხონ და ძალადობრივად ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში”, – აღნიშნა კუნჭულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები