რუსეთში სატვირთო გემი ამობრუნდა – არის მსხვერპლი

რუსეთში, სახალინის ოლქის კორსაკოვის პორტში სატვირთო გემი ამობრუნდა. შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაკარგულად ითვლება,- ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა TASS ავრცელებს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ბორტზე სულ შვიდი ადამიანი იმყოფებოდა.

„წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 18 ოქტომბერს სახალინზე, კორსაკოვის პორტში სატვირთო გემი გადაბრუნდა. ბორტზე ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, ერთი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ხოლო ოთხი ადამიანის ადგილსამყოფელი დაუდგენელია და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სამართალდამცავი ორგანოები ინციდენტის მიზეზებსა და გარემოებებს იკვლევენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას და წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები