ირაკლი კირცხალია: დამერწმუნოს ბატონი ფიშერი, რომ ავტოგოლები გააქვთ მის ხელისუფლებაში, ბუნდესტაგში, როდესაც ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოს არღვევენ და ღიად ერევიან უცხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში
მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.
„როგორც ვამხელდით, გრძელდება სამწუხაროდ, ასე უხეშად ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ავტოგოლები, დამერწმუნოს ბატონი ფიშერი, რომ გააქვთ მის ხელისუფლებაში, ბუნდესტაგში, კომიტეტის თავმჯდომარეებს, მოადგილეებს და ა.შ. როდესაც ყველანაირ დიპლომატიურ ჩარჩოს არღვევენ და ღიად ერევიან უცხო ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, დიპლომატმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელში დაწერა: „დღეს ვიღაცამ ავტოგოლი გაიტანა“. მანამდე, კახა კალაძემ გერმანიის ევროპულ საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა.kircxaliaki