ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკის პოპულარულ ტურისტულ ზონაში მდებარე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპა უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე.
შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ხუთი უცხოელი და ორი ტაილანდის მოქალაქე.
ბანგკოკის გუბერნატორმა ჩადჩარტ სიტიპუნტმა თქვა, რომ მეხანძრეები შეტყობინებიდან ძალიან მალე მივიდნენ და 75 ადამიანი გადაარჩინეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.