ჯო ბაიდენმა უკრაინის უსაფრთხოებისთვის 2,5 მილიარდ დოლარიანი პაკეტი გამოყო
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომლის ღირებულება თითქმის 2,5 მილიარდი დოლარია,- ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლის ვებგვერდი აქვეყნებს.
„დღეს სიამაყით ვაცხადებ დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის დახმარებას უკრაინის უსაფრთხოებისთვის, რადგან უკრაინელი ხალხი აგრძელებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვას რუსული აგრესიისგან”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბაიდენის პაკეტი მოიცავს 1.25 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო დახმარებას, რომელიც აღებულია აშშ-ის მარაგებიდან და მოიცავს 1.22 მილიარდი დოლარის უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის (USAI) პაკეტს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ომში კიევის პოზიციების გასაძლიერებლად.