“ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, მთლიანობაში და ძირითადად, საკუთარი ძალების და აქტიურობის იმედი უნდა ჰქონდეს” – სააკაშვილი

“სანქციები მნიშვნელოვანია, პოლიტიკური განცხადებები კარგია, მაგრამ თუნდაც ბოლო მოვლენები ნათლად გვანახებს, რომ ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, მთლიანობაში და ძირითადად საკუთარი ძალების და აქტიურობის იმედი უნდა ჰქონდეს”, – ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ქართველი ერი, როგორც არასდროს, ერთიანია თავისუფლების იდეის გარშემო და ამ იდეის გარშემო ერთიანობამ უნდა გაგვამარჯვებინოს!

რეჟიმს იმედი აქვს, რომ მოვლენები 2012 წლის რუსული “ბოლოტნაიას” სცენარით წავა – ხალხი დაიშლება და შემდეგ ყველას სათითაოდ გაუსწორდებიან, უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩვენ სხვა მასალისგან ვართ ჩამოსხმული”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები