“პოლიციელ შაიშმელაშვილის ინტერვიუში იმდენი წინააღმდეგობა და აშკარა სისულელეც არის, რომ არცერთი მოაზროვნე ადამიანი დამატებით განმარტებას არ საჭიროებს” – ჩიხელიძე

“პოლიციელ შაიშმელაშვილის ინტერვიუში იმდენი წინააღმდეგობა და აშკარა სისულელეც არის, რომ არცერთი მოაზროვნე ადამიანი დამატებით განმარტებას არ საჭიროებს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

“მხოლოდ ერთს შევეხები – საპატრიარქოს წარმომადგენელი გეგმავდა რობოკოპების ტაქტიკას და განლაგებასო. ფსიქიატრიას ჰგავს ხომ?
მაგრამ არაა. ეს აშკარა იდიოტიზმი საოცრად გვეჩვენება და მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი მედიები, რომლებშიც ათასი ფილტრის გარეშე სისულელე კი არა, უბრალო ერთი სიტყვაც ვერ გავა, ორკესტრირებულად ტირაჟირებენ, რადგან რომელიღაც გლობალურ ელიტას დასჭირდა. ესაა უტყუარი მტკიცება, რომ გეოპოლიტიკა ცინიკურია და ჩვენ პაიკებად გვთვლიან. მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, პაიკები ვიქნებით თუ არა, ყველა სხვა “თავისას აწვება” და ეძებს გოიმებს ასაგდებად.

P.S.
ჩვენ რომ დამოუკიდებლობის საზომი გვგონია, ის მედია, როცა ამას გლობალისტების ინტერესი ითხოვს, მშვენივრად იმართება და ცენზურდება. დროა, თვალები გავახილოთ”, – წერს ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები