ეროვნული ბანკი: უქმე დღეებში მონეტარული და საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება

“სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, უქმე დღეებში მონეტარული და საგადახდო ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

„3 და 6 იანვარს, ასევე, 8-დან 10 იანვრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო და ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები, ნაღდი ფულის ოპერაციები და მონეტარული ინსტრუმენტები კომერციული ბანკებისთვის სრულად ხელმისაწვდომი იქნება. შესაბამისად, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ ამ პერიოდში გადახდის ოპერაციები შეუფერხებლად განახორციელონ. ასევე, ჩვეულ რეჟიმში განხორციელდება ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებიც. მათ შორის, TIBR ინდექსისა და ოფიციალური გაცვლითი კურსის გამოქვეყნება.

რაც შეეხება სებ-ის საკოლექციო პროდუქციას მათი რეალიზაცია 2025 წლის 13 იანვრიდან იქნება შესაძლებელი. ყვარლის ფულის მუზეუმი კი მუშაობას 11 იანვრიდან განაახლებს“, – წერია სების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები