თურქეთმა ისრაელთან ურთიერთობის სრული გაწყვეტის შესახებ განაცხადა
თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები მთლიანად დარღვეულია, ანკარას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს მათ გასაუმჯობესებლად, – ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის განცხადებაში.
ისრაელის არაერთ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თითქოსდა ისრაელის ადმინისტრაციას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების აღდგენის მიზნით დაუკავშირდა.
„არ შეიძლება საუბარი იყოს იმაზე, რომ ჩვენი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ისრაელის ხელისუფლებას დაუკავშირდა. ისრაელის მედიაში ვრცელდება დაუსაბუთებელი მტკიცებები იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთი საკომუნიკაციო არხების საშუალებით, თავის თანამოსაუბრეებს, ისრაელის თავდაცვის ძალებსა და უსაფრთხოების ნაწილებს შეხვდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთის ლიდერის ადმინისტრაციის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ღაზაში ისრაელის გენოციდის შედეგად“ თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობა მთლიანად გაწყდა.
ამასთან, აღნიშნულია, რომ ურთიერთობების გასაუმჯობესებლად შემდგომში არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა.