თინათინ რუხაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან – ალი ქაან ორბაისთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო-თურქეთის კულტურული ურთიერთობის პერსპექტივასა და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე. განიხილეს სამომავლო პროექტები და ღონისძიებები, რომელთა განხორციელება ორი ქვეყნის ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია. საუბარი შეეხო ორივე ქვეყანაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება-დაცვის საკითხსაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები