თურქეთში დააკავეს თაღლითების ბანდა, რომელიც ტურისტების მოტყუებით ფულს შოულობდა

თურქეთში დააკავეს თაღლითების ბანდა, რომელმაც ტურისტების მოტყუებით 2,1 მილიარდი თურქული ლირა (60 მილიონი დოლარი) გამოიმუშავა.

მედიის ცნობით, ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაცია თურქეთის ცხრა პროვინციაში, მათ შორის სტამბოლში, ხუთი თვის განმავლობაში მზადდებოდა.

ეჭვმიტანილებმა ბუნგალოს ტიპის სასტუმროებთან დაკავშირებით ყალბი რეკლამები განათავსეს და ფულის სანაცვლოდ ასობით კლიენტი არარსებული ჯავშნით მოატყუეს.

„ოპერაციის შედეგად აყვანილია 20 ეჭვმიტანილი, რომელთაგან 12 დააკავეს. ეჭვმიტანილებს ექვსი ავტომობილი და მოტოციკლი ჩამოართვეს, საერთო ჯამში კი მათ ანგარიშებზე 2 მილიარდ 147 მილიონ 983 ათასი თურქული ლირა იყო განთავსებული“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები