UFC მებრძოლი რენატო მოიკანო: ეშმაკსაც წაუღია მაკრონი, ეშმაკსაც წაუღია გლობალისტები, ისინი ცდილობენ ბიძგი მისცენ პოლიტიკურად კორუმპირებულ დღის წესრიგს
საფრანგეთის მთავრობა საშინელია. 1789 წლის საფრანგეთის რევოლუციამ სცადა ღმერთის ამოშლა, მაგრამ იცით რა? იესო ქრისტე დღეს უფრო ცოცხალია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ბრაზილიელმა მებრძოლმა, რენატო მოიკანომ პარიზში UFC ბრძოლის მოგების შემდეგ განაცხადა.
გამარჯვების შემდეგ, ოქტაგონზე ინტერვიუს დროს, მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის და გლობალისტების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა და საზოგადოებას მოუწოდა, თუ ეკონომიკის და პოლიტიკის გაგება სურთ, წაიკითხონ ჰანს-ჰერმან ჰოპის წიგნი, რომლის დახმარებითაც მიხვდებიან, რატომ გაგიჟდა დღეს მსოფლიო.
„ეშმაკსაც წაუღია მაკრონი, ეშმაკსაც წაუღია გლობალისტები. ისინი ცდილობენ ბიძგი მისცენ პოლიტიკურად კორუმპირებულ დღის წესრიგს.
თუ გსურთ გაიგოთ პოლიტიკა და ეკონომიკა, გირჩევთ, წაიკითხოთ ჰანს-ჰერმან ჰოპის “დემოკრატია: ღმერთი, რომელიც წარუმატებელია” და იმედია მიხვდებით, რომ დემოკრატია სისულელეა, დემოკრატია არ არის ნამდვილი მთავრობა. ასე რომ, გთხოვთ, წაიკითხოთ ჰანს-ჰერმან ჰოპი და გაიგოთ, ასე რატომ გაგიჟდა დღეს მსოფლიო.“ – განაცხადა მოიკანომ.
Renato Moicano Octagon Interview | UFC Paris